დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის N61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.117.016276 |
|
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის №61 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 25/12/2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016239) დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალურ პროგრამაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
|
ა)
პროგრამის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) ღვიძლის ციროზი, მძიმე ფორმა ასციტი.“; |
ბ)
პროგრამის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება სამედიცინო მომსახურებისათვის საყოველთაო და სხვა სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების მოსარგებლის გადასახდელი ნაწილი დაფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, წლიური ლიმიტი არაუმეტეს 2 000 (ორი ათასი) ლარისა (გარდა დიალიზი, კომპიუტერული ტომოგრაფია და ღვიძლის ციროზი, მძიმე ფორმა ასციტი).“; |
გ)
მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გეგმური (100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარების შემთხვევაში) სამედიცინო მომსახურების დასაფინანსებლად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი ცნობა სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრიდან, რომ ბენეფიციარის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს.“; |
დ)
პროგრამას დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 52:
„მუხლი 52. ღვიძლის ციროზი, მძიმე ფორმა ასციტი 1. პროგრამით ისარგებლებს ბენეფიციარი, რომლის დიაგნოზია ღვიძლის ციროზი, მძიმე ფორმა ასციტი და ესაჭიროება მედიკამენტოზური მკურნალობა. 2. ბენეფიციარს მედიკამენტური მკურნალობა დაუფინანსდება არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა. 3. დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა 100); დ) სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი; ე) ცნობა/მიმართვა სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების არარსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსების არსებობისა და მისი ოდენობის შესახებ; ვ) გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ინფორმაცია პირის მუდმივად ცხოვრების შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები