„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 638
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2015
ძალაში შესვლის თარიღი 04/01/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.019025
638
18/12/2015
ვებგვერდი, 23/12/2015
010240030.10.003.019025
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №638

2015 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/04/2013, 010240030.10.003.017261) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;“;

ბ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) ნარჩენების მართვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;“;

გ) „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ1“ ქვეპუნქტი:

„უ1) ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია და საქართველოს მთავრობისათვის მისი განხორციელების შესახებ ანგარიშის წარდგენა;“;

დ) „შ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ1“ ქვეპუნქტი:

„შ1) კომპეტენციის ფარგლებში ევროინტეგრაციის პროცესში მონაწილეობა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი გარემოსდაცვითი ვალდებულების შესრულება;“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიმართვის შესაბამისად, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე ახორციელებს სასამართლო წარმომადგენლობას;“.

3. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ეროვნული საშენი მეურნეობა;“;

გ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ)  ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო.“.

4. მე-8 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ქვეყანაში მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა;“;

ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ევროინტეგრაციის პროცესში მონაწილეობის კოორდინაცია;“;

გ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ და „ი2“ ქვეპუნქტები:

„ი1) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო წყაროების დაფინანსებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების კოორდინაცია და მონიტორინგი; 

2) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საერთაშორისო წყაროების დაფინანსებით მიმდინარე და დასრულებული პროექტების ელექტრონული ბაზის წარმოება;“;   

დ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-10 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-11 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კომპეტენციის ფარგლებში, ნარჩენების მართვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება და ქიმიური ნივთიერებების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

ბ) ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავება;“;

ზ) მე-11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია;“;

თ) მე-11 პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია;

თ) ნაგავსაყრელების განთავსების ადგილების განსაზღვრაში მონაწილეობა;“;

 ი) მე-11 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგის შეთანხმება;“;

კ) მე-11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ და „ლ2“ ქვეპუნქტები:

„ლ1) ნარჩენების პრევენციის, სეპარირების, წინასწარი დამუშავების, ხელახალი გამოყენებისა და რეციკლირების ხელშეწყობა;

2) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგისტრაცია;“;

ლ) მე-12 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სათბურის გაზების ეროვნული ინვენტარიზაციის პერიოდული ანგარიშის კონვენციის სამდივნოსათვის წარდგენა;

ზ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის კიოტოს ოქმით განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა, სუფთა განვითარების მექანიზმის (სგმ) და სხვა საბაზრო მექანიზმების განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებულ მხარეთა კოორდინაცია;“;

მ) მე-12 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“, „ზ2“ და „ზ3“ ქვეპუნქტები:

„ზ1) მწვანე კლიმატის ფონდიდან კლიმატის ცვლილების შერბილებისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროექტებისა და პროგრამების დაფინანსების მოზიდვის უზრუნველყოფა;

2) კომპეტენციის ფარგლებში, მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა;

3) მერების შეთანხმების ხელმომწერი თვითმმართველი ქალაქისა და/ან თვითმმართველი თემისთვის (მუნიციპალიტეტი) მდგრადი ენერგეტიკული სამოქმედო გეგმების მომზადების ხელშეწყობა;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 4 იანვრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი