დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2015 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 71501285295 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრი |
| მიღების თარიღი | 09/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ქალაქ დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ანგარიში
ქალაქ დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2014 წლის 9 დეკემბრის N86 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად დადგინდა ქალაქ დედოფლისწყაროს საგანმანათლებ ლო რესურსცენტრის საქმისმწარმოებელი თეონა ზედელაშვილი.
ა) 2015 წლის საანგარიშო პერიოდში ქ. დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე წარმოდგენილი იქნა 2 (ორი) წერილი, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე რესურსცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა. რესურსცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული;
ბ) დაკმაყოფილდა 2 (ორი) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება;
გ) არ შემოსულა მოთხოვნა საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე;
დ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის ფაქტი არ ყოფილა და პასუხისმგებელ პირებს დისციპლინური სახდელი არ მისცემიათ;
ე) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ფაქტი არ ყოფილა;
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ფაქტი არ ყოფილა;
ზ) საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გადაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები არ ყოფილა.
რესურსცენტრის უფროსის დროებით მ/შ მარინე ჯორკოშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები