„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის №17-66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის №17-66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29-121
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/12/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.101.016234
29-121
18/12/2015
ვებგვერდი, 21/12/2015
010260050.35.101.016234
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის №17-66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის №17-66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29-121

2015 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის №17-66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 

1. შევიდეს ცვლილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის №17-66 დადგენილებაში (ვებგვერდი, 06.07.2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260050.35.101.016179)  და:

ა) დადგენილების პირველ მუხლ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესით“ გათვალისწინებულ პირთა (ოჯახთა) სიის ფორმა“, დანართი N6-ის შესაბამისად.“;

ბ) დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესში(დანართი №1):

ბ.ა) მე-2 მუხლის ,,ვ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) სხვა სახის ფულადი დახმარება - ფულადი დახმარება საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის ან  ფულადი დახმარება საოჯახო ნივთების შესაძენად;“

ბ.ბ) დამატებულ იქნეს 31 მუხლი:

„მუხლი 31. დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) სიის შედგენის და დამტკიცების წესი

1. სააგენტო ამ წესის მიზნებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) სიის შედგენას, ამ წესის ამოქმედებამდე სააგენტოსთვის შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკისა“ და ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ მიერ არსებული მდგომარეობის აღწერის (ინვენტარიზაციის) შედეგად მოპოვებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის, აგრეთვე გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე ამ წესის ამოქმედების შემდეგ შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკისა“ და ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ მიერ არსებული მდგომარეობის აღწერის (ინვენტარიზაციის) შედეგად მოპოვებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე. დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) სიას, სააგენტოს წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით, სააგენტო ასევე უზრუნველყოფს ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა (ოჯახთა) სიის შედგენას, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას.

3. დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) სიის შედგენის მიზნით სააგენტო უფლებამოსილია გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შესაბამისი ორგანოებიდან.

4.ამ მუხლით გათვალისწინებულ  პირთა (ოჯახთა) სიას სააგენტო შეადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ფორმის მიხედვით.

ბ.გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესი

1. დაზარალებულ პირებს (ოჯახებს) ფულადი დახმარება  საოჯახო ნივთების შესაძენად  მიეცემათ ერთჯერადად შესაბამისი რაიონის გამგეობის მიერ, რომელიც განისაზღვრება:

ა) 1-2 წევრიანი ოჯახისათვის - 8 000 (რვა ათასი) ლარით;

ბ) 3-4 წევრიანი ოჯახისათვის - 8 700 (რვა ათას შვიდასი) ლარით;

გ) 5-6 წევრიანი ოჯახისათვის - 9 400 (ცხრა ათას ოთხასი) ლარით;

დ) 7 დამეტწევრიანიოჯახისათვის - 10 500 (ათი ათას ხუთასი) ლარით.

2. შესაბამისი რაიონის გამგეობის მიერ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით, ფულადი დახმარება საოჯახო ნივთების შესაძენად ერთჯერადად მიეცემათ ასევე:

ა) იმ პირებს (ოჯახებს), რომლებიც ამ წესის მიზნებიდან გამომდინარე არ ითვლებიან დაზარალებულ პირებად (ოჯახებად), თუმცა 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს კანონიერი საფუძვლის გარეშე ცხოვრობდნენ კომისიის მიერ განსაზღვრულ  ტერიტორიაზე და დაუზიანდათ მათ მფლობელობაში არსებული სახლები;

ბ) კომისიის მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე მდებარე სახლების, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეებს, რომლებსაც დაენგრათ ან დაუზიანდათ მათ მფლობელობაში არსებული სახლი (ბინა).

3. იმ პირებს (ოჯახებს), რომლებიც ამ წესის მიზნებიდან გამომდინარე არ ითვლებიან დაზარალებულ პირებად (ოჯახებად), თუმცა 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს კანონიერი საფუძვლის გარეშე ცხოვრობდნენ კომისიის მიერ განსაზღვრულ  ტერიტორიაზე და დაენგრათ მათ მფლობელობაში არსებული სახლები, შესაბამისი რაიონის გამგეობის მიერ  მიეცემათ ერთჯერადად ფულადი დახმარება  საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის, რომელიც განისაზღვრება:

ა) 1-2 წევრიანი ოჯახისთვის - 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარით;

ბ) 3-4 წევრიანი ოჯახისათვის - 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარით;

გ) 5-6 წევრიანი ოჯახისათვის - 60 000 (სამოცი ათასი) ლარით;

დ) 7 დამეტწევრიანი ოჯახისათვის - 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარით.“

ბ.)მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წარმოდგენილი განაცხადის განხილვის პროცესში სააგენტო ან გამგეობა ხელმძღვანელობს ამ წესის 31 მუხლით განსაზღვრული წესით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დამტკიცებული სიითა და სააგენტოსთვის შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკისა“ და ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ მიერარსებული მდგომარეობის აღწერის (ინვენტარიზაციის) შედეგად მოპოვებული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით, რომელიც შეიცავს:

ა) ფოტომასალას;

ბ) საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიის შეფასების ფორმას;

გ) ინფორმაციას უფლებრივი მდგომარეობის შესახებ;

დ) ინფორმაციას ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობის შესახებ;

ე) ინფორმაციას ოჯახის წევრთა რაოდენობის შესახებ;

ვ) გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო სხვა ინფორმაციას.“;

ბ.)მე-6 მუხლს დაემატოს 31პუნქტი:

„31. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლში მითითებული დოკუმენტაციის შედეგად სააგენტო დაადგენს, რომ პირველი კატეგორიის დაზარალებული პირის (ოჯახის) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით კერძო პირებს შორის არსებობს დავა საკუთრების უფლების თაობაზე, სააგენტო ან შესაბამისი გამგეობა შეაჩერებს განცხადების განხილვას სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.“;

ბ.)მე-6 მუხლს დაემატოს 41პუნქტი:

„41.გამგეობა უფლებამოსილია დაზარალებული პირის (ოჯახის) მიერ შერჩეულ სარეაბილიტაციო სამუშაოების განმახორციელებელ პირს, დაზარალებულ პირთან (ოჯახთან) ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ავანსის სახით გადაურიცხოს თანხა, სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, მის მიერ საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელიც არ უნდა იყოს ავანსის სახით მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე ნაკლები.“;

ბ.ზ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები:

,,9. ამ წესის მე-5 მუხლში მითითებული პირები სხვა სახის ფულადი დახმარების მიღების მიზნით მიმართავენ შესაბამისი რაიონის გამგეობას.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი განაცხადის განხილვის პროცესში გამგეობა ხელმძღვანელობს ამ წესის 31 მუხლით განსაზღვრული წესით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დამტკიცებული სიით. გამგეობა ასევე უფლებამოსილია მოსთხოვოს განმცხადებელს შესაბამისი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენა, რაც აუცილებელია საკითხის გახილვისა და გადაწყვეტისათვის.“

2. სხვა სახის ფულადი დახმარება არ გაიცემა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დამტკიცებული სიით განსაზღვრულ იმ პირებზე (ოჯახებზე) რომელთაცქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის N17-66 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის“ შესაბამისად დადგენილი სხვა სახის ფულადი დახმარება მიღებული აქვთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ სიის დამტკიცებამდე. ხოლო იმ პირებს რომელთაც მიღებული აქვთ სხვა სახის ფულადი დახმარება, მაგრამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ სიის დამტკიცების შემდეგ აღმოჩნდება, რომ მათ იოჯახის წევრების რაოდენობა აღემატება იქამდე არსებულ მონაცემებში განსაზღვრულ რაოდენობას, დამატებით მიეცემათ ფულადი დახმარება, უკვე ანაზღაურებულ და ზემოხსენებული წესით დადგენილ თანხებს შორის სხვაობის ოდენობით.
3. ამ დადგენილების პირველი პუნქტის ,,ბ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესი ვრცელდება ასევე იმ განაცხადებზე, რომელიც სსიპ - ქონების მართვის სააგენტოში წარდგენილი იყო ამ დადგენილების ამოქმედებამდე და ადმინისტრაციული წარმოება არ არის დასრულებული.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი




დანართი №6  

   ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ფიზიკურ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესით" გათვალისწინებულ პირთა (ოჯახთა) სია

გვარი სახელი დაბადების წელი პ/ნ სტატუსი  საკადასტრო კოდი შენიშვნა მისამართი ლოკაცია კატეგორია ოჯახის წევრების რაოდენობა
1                      
                       
                       
2                      
                       
                       
                       
3                      
                       
                       
4