დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02-1617/ო |
| დოკუმენტის მიმღები | სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი |
| მიღების თარიღი | 27/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის
ბრძანება № 02-1617/ო
2015წლის 27 ნოემბერი
სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (მუხლი 9, მე-16 პუნქტი) და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-2 მუხლის, პირველი პუნქტის, „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:
1. მიეცეს შპს ,,ემერჯენსი სერვისი“-ს ფილიალს (ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბოლნისი, აღმაშენებლის ქუჩა №25) ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ საქმიანობის განხორციელების უფლება.
2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნეს სამედიცინო დაწესებულებათა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
4. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი:. შპს ,,ემერჯენსი სერვისის“ დირექტორის გ. ვაშაკიძის განცხადება: №107292, 30.10.2015წ;
ადგილზე დათვალიერების აქტი №112, 25.11.2015წ.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები