საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1690
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 30/06/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 19/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.06.001.001.879
  • Word
1690
17/06/2005
სსმ, 32, 30/06/2005
010.190.030.06.001.001.879
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, # 8, 25.03.2004, მუხ. 38) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) ეროვნული უსაფრთხოების, ასევე სხვა კონცეფციის დამტკიცება;“.

2. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარის XXVII2 თავი:

„თავი XXVII2

კონცეფციის დამტკიცება

    მუხლი 1822

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კონცეფცია გადაეცემა პარლამენტის ბიუროს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას კონცეფციის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს). პარლამენტის ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 48 საათისა, პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი კონცეფციას განსახილველად გადასცემს წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს), სხვა კომიტეტს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობასა და პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, რომლებიც არა უგვიანეს 10 დღისა პარლამენტის ბიუროს წარუდგენენ მოტივირებულ დასკვნას.

2. პარლამენტის ბიურო განიხილავს კონცეფციასთან დაკავშირებულ დასკვნებს და იღებს გადაწყვეტილებას კონცეფციის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ.

3. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კონცეფცია განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

4. პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს კონცეფციას.

5. თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს კონცეფციას, საკითხი არა უგვიანეს 48 საათისა იხილება პარლამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, კომიტეტების, ფრაქციების ხელმძღვანელების, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებისა და კონცეფციის ინიციატორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გამართულ შეხვედრაზე, რის შემდეგაც საკითხი კვლავ განიხილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

6. თუ პარლამენტი ამ მუხლის მე-3–მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით არ დაამტკიცებს კონცეფციას, კონცეფციის ინიციატორი არა უგვიანეს 1 თვისა პარლამენტს წარუდგენს კონცეფციის შესწორებულ ვარიანტს, რომელიც განიხილება ამ მუხლით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2.

ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2005 წლის 17 ივნისი.

№1690_ Iს