დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალის საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | MES01501265579 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალის საჯარო სკოლა |
| მიღების თარიღი | 04/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სსიპ – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალის საჯარო
სკოლის 2015 წლის ანგარში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალის საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიშს:
ა) საჯარო სკოლაში სულ შემოვიდა 13 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე. საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე საჯარო სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა. საჯარო სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.
ბ) დაკმაყოფილდა 13 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.
დ) 2015 წლის საანგარიშო პერიოდში განჯალის საჯარო სკოლაში დასაქმებულთა მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნა არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.
ე) საჯარო სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.
ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ საჯარო სკოლის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. საჯარო სკოლის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.
სკოლის დირექტორი აბულფათ ფაშაევი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები