საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მოთხოვნების შესრულების მიზნით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მოთხოვნების შესრულების მიზნით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 70/2015
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 18/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016234
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
70/2015
18/12/2015
ვებგვერდი, 21/12/2015
010240060.15.008.016234
საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მოთხოვნების შესრულების მიზნით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/12/2015 - 27/06/2016)

 

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №70/2015

2015 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მოთხოვნების შესრულების მიზნით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მე-12 და მე-14  მუხლების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის (შემდგომში - „შენობა“) ვიდეოთვალთვალი, მიმდინარეობს მხოლოდ შენობაში მომუშავე პირთა უსაფრთხოებისა და შენობისა და მასში განთავსებული საკუთრების დაცვის მიზნით.
მუხლი 2
ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით შესაძლებელია მხოლოდ  შენობის გარე პერიმეტრისა და შესასვლელის მონიტორინგის განხორციელება.
მუხლი 3
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტი ვალდებულია უზრუნველყოს თვალსაჩინო ადგილას ვიდეოთვალთვალის წარმოების შესახებ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება, რომლის არსებობის შემთხვევაში ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემი მუშავდება, ჩაითვლება მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე ინფორმირებულად. 
მუხლი 4
  1. შენობაში, სამუშაო ადგილზე და დერეფანში ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მიზნებისათვის და თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია.
  2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამუშაო ადგილზე და დერეფანში ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენებისას ცესკოს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი ვალდებულია, მოახდინოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დასაქმებული ყველა პირის წერილობითი ფორმით ინფორმირება, ვიდეოთვალთვალის განხორციელებისა და მისი უფლებების შესახებ.
მუხლი 5
ამ დადგენილების მე-4 მუხლით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებს, საჭიროებისამებრ ბრძანებით განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 6
ვიდეოთვალთვალის განხორციელება დაუშვებელია გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისათვის განკუთვნილ ადგილებში.
მუხლი 7
ცესკოს თავმჯდომარის დავალებით, ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი უზრუნველყოფს დერეფანში, შენობაში და მის გარე პერიმეტრზე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ინფრასტრუქტურის და ინფორმაციის შენახვისათვის განკუთვნილი ფაილური სისტემის შექმნას.
მუხლი 8
არსებული ჩანაწერების (სურათები/ხმა) გარდა, სისტემა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მონაცემთა დამუშავების თარიღის, ადგილისა და დროის შესახებ.
მუხლი 9
1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია უფლებამოსილია მის შენობაში  შესვლისა და შენობიდან გასვლის აღრიცხვის მიზნით შეაგროვოს შემდეგი მონაცემები:

ა) სახელი და გვარი;

ბ) საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი და სახე;

გ) მისამართი;

დ) შენობაში შესვლისა და გასვლის თარიღები და დრო;

ე) ასევე შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის მიზეზები.

2.  ამ მუხლით გათვალისწინებული მონაცემები ინახება ცესკოში და მათი შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს მათი ჩაწერის დღიდან სამ წელს, მათ შორის კონკრეტული ინფორმაციის შენახვის პერიოდს ამ პუნქტით განსაზღვრული ვადის გათვალისწინებით, განსაზღვრავს ცესკოს თავმჯდომარე ბრძანებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ხდება ინფორმაციის წაშლა ან განადგურება უფლებამოსილი პირის მიერ.

მუხლი 10
ამ დადგენილებით გათვალისწინებული მონაცემების გადაცემა მესამე პირებზე ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 11
დაევალოს ცესკოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების ფინანსური და ტექნიკური უზრუნველყოფა დადგენილების ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში.
მუხლი 12
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 13
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი