დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 69/2015 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 18/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190030.15.008.016233 |
|
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 26/11/2015, 010190030.15.008.016218) დამტკიცებული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი 1. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის უფლებამოსილებები განისაზღვრება „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონით, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონით, ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად. 2. ფუნქციების შესასრულებლად, ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი უზრუნველყოფს: ა) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის, პროცედურების და სტანდარტების მომზადებასა და მათი მეშვეობით ცესკოს საინფორმაციო რესურსების სათანადო გამოყენების შესაძლებლობას; ბ) ცესკოს ინფორმაციული აქტივების აღწერას, დაცვასა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად მათზე წვდომის წესების განსაზღვრას; გ) ინფორმაციის დამუშავების ინფრასტრუქტურაში არსებული სისუსტეების, საფრთხეების და ინციდენტების მართვას, რომლებსაც გავლენა შეუძლიათ მოახდინონ ცესკოს ინფორმაციულ რესურსებზე; დ) ინფორმაციის დაცვის სფეროში თანამშრომლებისათვის მათი ვალდებულებების გაცნობას. 3. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი ექვემდებარება უშუალოდ ცესკოს თავმჯდომარეს. 4. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისა და სპეციალისტის უფლებამოსილებები მტკიცდება ცესკოს განკარგულებით.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები