ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებოიბების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებოიბების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/12/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.138.016234
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
48
17/12/2015
ვებგვერდი, 21/12/2015
330130000.35.138.016234
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებოიბების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/12/2015 - 29/08/2016)

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №48

2015 წლის 17 დეკემბერი

ქ. ახალციხე

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების , შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ეს მეორე  მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ახალციხის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების  ნუმერაციის წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესი“ საკრებულოს 2015 წლის 16 სექტემბრის  №34 დადგენილება (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 21/09/2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 330130000.35.138.016219).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე



ახალციხის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების , შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების  ნუმერაციის წესი

მუხლი 1
ეს წესი განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის პირობებსა და წესს. 
მუხლი 2
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: 
ა) ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნაკვეთების ნუმერაცია – დადგენილი წესით გარკვეული რიგითობის მიხედვით ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების დანომვრა არაბული ციფრების, ქართული ანბანის ასოების ან/და ინდექსების მეშვეობით; 
ბ) ბინა მრავალბინიან სახლში – მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების საგანი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის; 
გ) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია; 
დ) კანონიერი მოსარგებლე – ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი, და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს ბინით, შენობით; 
ე) შენობა-ნაგებობა – მიწასთან მყარად დაკავშირებული, სამშენებლო სამუშაოების შედეგად საძირკვლის, მზიდი და შემომზღუდავი კონსტრუქციების გამოყენებით, დახურული სივრცის შექმნის მიზნით აგებული ერთიანი სამშენებლო სისტემა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა ხანგრძლივი დროით სამყოფად და გამოიყენება საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო მიზნებისათვის; 
ვ) ინდექსი – რიცხვითი ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება ქვევით. 
მუხლი 3
  ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს: 
ა) ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების ნუმერაციის არარსებობა; 
ბ) ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების გაყოფა ან/და შეერთება; 
გ) არსებულ დოკუმენტებში შენობის/შენობებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა; 
დ) სხვა ცდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და  ბინების ნუმერაციის  მოთხოვნა. 
მუხლი 4
1. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს: 
ა) სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის არარსებობა; 
ბ) ბინის/ბინების გაყოფა ან/და შეერთება; 
გ) არსებულ დოკუმენტებში სადარბაზოს/სადარბაზოებისთვის ან/და ბინის/ბინებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა; 
დ) სხვა ცდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის მოთხოვნა. 
2. ნუმერაცია დაუშვებელია, თუ მესაკუთრეს ან კანონიერ მოსარგებლეს არ გააჩნია ბინით დამოუკიდებლად სარგებლობის შესაძლებლობა და იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს ცალკე უფლების ობიექტს. 
3. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება მარცხნიდან მარჯვნივ. 
მუხლი 5
1. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადების ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე.
2. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის თაობაზე დაინტერესებული პირის განცხადებით წარმოების დაწყების შემთხვევაში, განცხადებას თან უნდა ახლდეს დაინტერესებული პირის მიერ აღნიშნული ბინის/ ბინების საკუთრების უფლების ან კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. განცხადება უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
მუხლი 6
1. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების მრავალბინიანი     სახლების    სადარბაზოებისა   და   ბინების   ნუმერაცია   ხდება არაბული ციფრების, ქართული ანბანის ასოების ან/და ინდექსების მეშვეობით.
2. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების  ნუმერაცია  ხდება არაბული ციფრით,  ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე – არაბულ ციფრზე ინდექსის დამატებით.
3. მრავალბინიანი    სახლების    სადარბაზოებისა   და   ბინების   ნუმერაცია   ხდება   არაბული   ციფრით   ან  ციფრზე ქართული ანბანის ასოს დამატებით. 
მუხლი 7
1. განცხადებას ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ განიხილავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც განცხადების რეგისტრაციიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გამგებელს წარუდგენს ბრძანების პროექტს ნუმერაციის თაობაზე. 
2. გამგებლის ბრძანება, წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.