სსიპ - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში

  • Word
სსიპ - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სსიპ - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩალაუბნის საჯარო სკოლა
მიღების თარიღი 10/12/2015
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
10/12/2015
ვებგვერდი, 23/12/2015
სსიპ - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში
სსიპ - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩალაუბნის საჯარო სკოლა

 

სსიპ - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლის 201 5 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე

 

              წარმოგიდგენთ სსიპ  - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლის (შემდგომში სკოლა) 2015 წლის ანგარიშს საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 49- მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში მოცემული ,,ინფორმაციის თავისუფლების’’ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე:        

სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის  საჯარო სკოლის 2015 წლის 11 ივნისის 2-51 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე  პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა  სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის  საჯარო სკოლის  საქმისმწარმოებელი მარინა ბარნაბიშვილი.

ა) 2015  წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე წარმოდგენილ იქნა 5 (ხუთი) განცხადებასაჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

ბ) დაკმაყოფილდა 5 (ხუთი) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.

დ) 2015 წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.

ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სკოლის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეტანილ არ ყოფილა და ინფორმაციის დამუშავებასა და  გაცემასთან,  სკოლის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახება გადაწყვეტილება არ მიღებულა. გამომდინარე აქედან, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯებიც სკოლას არ ჰქონია.  

 

 

 

 

 

 

 

 

სსიპ  გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის  საჯარო სკოლის 2015 წლის წლიურ ანგარიშს აგრეთვე წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:

 

ანგარიში

რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

5 (ხუთი)

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე

0 (ნული)

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილებული

5 (ხუთი)

გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული

0 (ნული)

მოთხოვნა საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე

0 (ნული)

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე

0 (ნული)

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

0 (ნული)

ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ

0 (ნული)

ინფორმაცია დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

0 (ნული)

 

 

პატივისცემით,

 

სსიპ -გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის  საჯარო

სკოლის დირექტორის მ/შ:                                      (ლამზირა ყორჩიშვილი)