იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) მიერ უცხოელი დამსაქმებლის შესახებ ინფორმაციისა და შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 631
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 05/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019018
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
631
17/12/2015
ვებგვერდი, 18/12/2015
040030000.10.003.019018
იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) მიერ უცხოელი დამსაქმებლის შესახებ ინფორმაციისა და შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/12/2015 - 18/11/2019)

იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) მიერ უცხოელი დამსაქმებლის შესახებ ინფორმაციისა და შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენის თაობაზე
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №631

2015 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) მიერ უცხოელი დამსაქმებლის შესახებ ინფორმაციისა და შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენის თაობაზე

მუხლი 1
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „ბ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) მიერ უცხოელი დამსაქმებლის შესახებ ინფორმაციისა და შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მაისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულის) მიერ უცხოელი დამსაქმებლის შესახებ ინფორმაციისა და შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებ

ეს წესი განსაზღვრავს  იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) (შემდგომში - შუამავალი კომპანია) მიერ უცხოელი დამსაქმებლის შესახებ ინფორმაციისა და შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის (შემდგომში - სამინისტრო) წარდგენის წესს, ამავე წესით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად.

 მუხლი 2.  ანგარიშის წარდგენა

1. შუამავალი კომპანია ვალდებულია სამინისტროს წარუდგინოს საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისათვის საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოს ანგარიში (მათ შორის ნულოვანი), ამ წესის 1.1  დანართით  გათვალისწინებული ფორმის შესაბამისად.

2. შუამავალი კომპანია ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს წელიწადში ერთხელ, მომდევნო კალენდარული წლის პირველ მარტამდე.        

3. თუ შუამავალი კომპანია გააუქმებს ამ საქმიანობაზე რეგისტრაციას, იგი ვალდებულია გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინოს სამინისტროს, რეგისტრაციის გაუქმების თვის მომდევნო 2 თვის დასრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადისა.

მუხლი  3.  ანგარიშის წარდგენის ფორმა

1. ანგარიში მატერიალური ფორმით წარედგინება სამინისტროს იურიდიულ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, 0159, ა. წერეთლის გამზ. 144 ან ელექტრონული ფორმით, სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: info@moh.gov.ge.

 2. სამინისტრო უზრუნველყოფს მიღებული ანგარიშების დამუშავებას და ამ ანგარიშების საფუძველზე შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას.

3. ამ დადგენილებით გათვალისწინებული ანგარიშის წარუდგენლობა გამოიწვევს შუამავალი კომპანიის პასუხისმგებლობას, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4. ანგარიშის წარუდგენლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) ეგზავნება შესაბამისი შეტყობინება.

5. სააგენტო მიღებული შეტყობინების საფუძველზე, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-16 მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას.