დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ოქტომბრის №01-74/ნ ბრძანების ცვლილების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 01-59/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 25/12/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016368 |
|
„ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ოქტომბრის №01-74/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ოქტომბრის №01-74/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 07.10.2014 წ., 470230000.22.035.016301) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №4 დანართის (სამედიცინო ჩვენებით 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის წესი) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამედიცინო ჩვენებით, 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ოპერაცია ნებადართულია ჩატარდეს ორსულობის ოცდაორ (22) კვირამდე. 22 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში, როდესაც ორსულობის გაგრძელება საფრთხეს უქმნის ქალის სიცოცხლეს/ჯანმრთელობას, ან/და არსებობს ნაყოფის სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ანომალია, ორსულობის შეწყვეტის (მშობიარობის) სამედიცინო ჩარევა შესაძლებელია განხორციელდეს ისეთ პერინატალური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში, რომელიც აკმაყოფილებს პერინატალური მოვლის სუბსპეციალიზებული (III) დონის სერვისისთვის ,,პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 2. 22 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შეწყვეტის თითოეული შემთხვევის შესახებ შეტყობინება (სამედიცინო დოკუმენტაციის დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამოწმებული ასლი) უნდა გაიგზავნოს ,,დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 16 მაისის №01-113/ო ბრძანებით შექმნილ საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოში.“. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები