დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - ქალაქ ბათუმის №20 საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ - ქალაქ ბათუმის №20 საჯარო სკოლა |
| მიღების თარიღი | 10/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სსიპ - ქალაქ ბათუმის №20 საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში
სსიპ - ქალაქ ბათუმის N20 საჯარო სკოლის დირექტორის 2015 წლის 7 ოქტომბრის №01-03/26 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა სსიპ ქალაქ ბათუმის N20 საჯარო სკოლის საქმისმწარმოებელი ნარგიზ ფუტკარაძე.
ა) 2015 წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე წარმოდგენილ იქნა 2 (ორი) განცხადება, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება იყო მიღებული.
ბ) დაკმაყოფილდა 1 (ერთი) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე.
გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.
დ) 2015 წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.
ე) სკოლამ ერთ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა.
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სკოლის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეტანილია და მიმდინარეობს სასამართლო წარმოება პირველი ისტანციის სასამართლოში. შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები სკოლას ჯერ არ ჰქონია.
სსიპ - ქალაქ ბათუმის N20 საჯრო სკოლის 2015 წლის წლიურ ანგარიში ცხრილის ფორმით:
| ანგარიში | რაოდენობა |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე | 2 (ორი) |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე | 0 (ნული) |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილებული | 1 (ერთი) |
| გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული | 1 (ერთი) |
| მოთხოვნა საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე | 0 (ნული) |
| მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე | 0 (ნული) |
| მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე | 0 (ნული) |
| ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ. | 1 (ერთი) |
| ინფორმაცია დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ | 0 (ნული) |
სკოლის დირექტორი თეა დავითაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები