გორის რაიონულ სასამართლოს 2015 წლის ანგარიში

  • Word
გორის რაიონულ სასამართლოს 2015 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები გორის რაიონული სასამართლო
მიღების თარიღი 10/12/2015
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
10/12/2015
ვებგვერდი, 21/12/2015
გორის რაიონულ სასამართლოს 2015 წლის ანგარიში
გორის რაიონული სასამართლო

გორის რაიონული სასამართლოს ანგარიში

გორის რაიონულ სასამართლოში 2015 წელს შემოსულია საჯარო ინფრომაციის გაცემის მოთ-ხოვნით 19 განცხადება, საიდანაც შვიდი განცხადება დაკმაყოფილდა სრულად, ექვსი განცხა-დება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (გადაწყვეტილების ასლები გაიცა მხარეთა პირადი მონა-ცემების მითითების გარეშე, დაშტრიხული სახით) და ექვსი განცხადების ავტორს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ეთქვა უარი, საიდანაც ერთი გასაჩივრდა და საჩივარი დაკმაყო-ფილდა ნაწილობრივ, სასამართლოს მენეჯერის - დიოგენ დოლიძის მიერ.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევებში გამოყენებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტი, 28-ე და 44-ე მუხლები.

საჯარო ინფრომაციის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიღებულია გორის რაიონული სასამართლოს კანცელარიისა და მისაღები განყოფილების უფროსის - ნატალია ძურძუკის მიერ.

გორის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში კასპის მუნიციპალიტეტში განც-ხადება საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით არ შესულა.

გორის რაიონულ სასამართლოსა და გორის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართ-ლოში კასპის მუნიციპალიტეტში მოხელეთა მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევას, საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქო-ნია და, შესაბამისად, პასუხისმგებელი პირების მიმართ დისციპლინური სასჯელი არ გამოყე-ნებულა.

გორის რაიონული სასამართლოს

თავმჯდომარე ნიკოლოზ მარსაგიშვილი