აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტოს 2015 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ

  • Word
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტოს 2015 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მიღების თარიღი 09/12/2015
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
09/12/2015
ვებგვერდი, 21/12/2015
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტოს 2015 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტოს 2015 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ

 

 

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის საფუძველზე წარმოგიდგენთ ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე:

ა) 2015 წლის საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირისგან, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, შემოვიდა 11 (თერთმეტი) განცხადება/წერილი;

ბ) 2015 წლის საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის შესწორების შეტანის მოთხოვნით განცხადება/წერილი არ შემოსულა;

გ) სრულად დაკმაყოფილდა 7 (შვიდი) განცხადება, ნაწილობრივ არ დაკმაყოფილდა 2 (ორი) წერილი, ხოლო ონფორმაციის გაცემაზე უარი დაფიქსირდა 2 (ორი) შემთხვევაში.

ინფორმაციის ნაწილობრივ გაცემისა და ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავდა პირის პერსონალურ მონაცემებს და არ არსებობდა თვით ამ პირის თანხმობა ან სასამართლოს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა: საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ პუნქტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლი. გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურე: გიორგი წაქაძე - საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვისა და იურიდიულ საკითხთა სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი).

დ) საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  თანამშრომლებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები არ დაურღვევიათ;

ე) საჯარო ინფორმაციის გაცემის ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებიდან არცერთი არ გასაჩივრებულა;

ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ  საჯარო ინფორმაცია გასცა უსასყიდლოდ.

 

მინისტრი                                                                              ქეთევან ბაკარაძე