„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 29 იანვრის #12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 14/12/2015
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/12/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 22/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016168
41
14/12/2015
ვებგვერდი, 17/12/2015
010340000.32.061.016168
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 29 იანვრის #12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

 დადგენილება №41

2015 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის 2014 წლის 29 იანვრის №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 29 იანვრის №12 დადგენილებით („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, 30/01/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.32.061.016073) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დებულების მე-3 მუხლის „გ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.გ1“ ქვეპუნქტი:

„გ.გ1) ჯანდაცვითი პროგრამებით სარგებლობის პერიოდში პროგრამებით მოსარგებლე, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ ბენეფიციართა და მათ თანმხლებ პირთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფაში ხელშეწყობა.“.

2. დებულების მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ პუნქტი:

„ზ1) ჯანდაცვითი პროგრამებით მოსარგებლე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ ბენეფიციართა და მათ თანმხლებ პირთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფაში ხელშეწყობა.“.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                    ვახტანგ ყოლბაია