„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111, 03.01.2011წ., 2000900000.22.033.016112) დამტკიცებული ინსტრუქციის 69-ე მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის მიზნებისათვის ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციით გატანილი, მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონელი ამ სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულად ითვლება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის 99-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მიღების პუნქტში ამ საქონლის მიღების მომენტიდან.“.
|
დოკუმენტის კომენტარები