„გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 23 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 23 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/12/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 03/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.132.016279
33
16/12/2015
ვებგვერდი, 18/12/2015
010260020.35.132.016279
„გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 23 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №33

2015 წლის 16 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

„გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 23 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

1. „გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 23 თებერვლის №11 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების დამატებითი წესებისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ.“;

ბ)    დადგენილების 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. დამტკიცდეს:

ა) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების დამატებითი წესი, თანახმად დანართი 1-ისა;

ბ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციის წესი, თანახმად დანართი 2-ისა.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1 (ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების დამატებითი წესი) ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჭეიშვილი



დანართი  1

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე

გეოგრაფიული ობიექტების სახელდების დამატებითი

წ ე ს ი


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (შემდგომ ტექსტში – გეოგრაფიული ობიექტი) სახელდების წინამდებარე დამატებითი წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად და განსაზღვრავს გეოგრაფიული ობიექტების სახელდების დამატებით პირობებსა და პროცედურებს.
2. წინამდებარე დამატებითი წესის მიღების მიზანია გეოგრაფიული ობიექტების სახელდების დამატებითი წესებისა და პროცედურების დადგენა.

მუხლი 2. სახელდების პრინციპები
ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ძირითადი პრინციპებია:

ა) ერთიანი სახელმწიფო და საქალაქო პოლიტიკის გატარება;

ბ) ქვეყნის და ქალაქ ბათუმის განვითარების ძირითადი მიმართულებების ასახვა, მემკვიდრეობითობა;

გ) ისტორიული ტოპონიმიის მაქსიმალურად გამოვლენა, შენარჩუნება და აღდგენა, თუ ის არ ეწინააღმდეგება ქვეყნის იდეურ-პოლიტიკურ ორიენტაციას, საყოველთაოდ აღიარებულ ფასეულობებს და საზოგადოებრივ აზრს;

დ) კონკრეტული ფიზიკურ-გეოგრაფიული, ისტორიული, კულტურული, ეთნოლოგიური, კონფესიური, ქალაქგეგმარებითი, ფუნქციური თუ სხვაგვარი თავისებურებების ხაზგასმა;

ე) მაქსიმალური ინფორმირებულობა და ქალაქში ორიენტირების ხელშეწყობა;

ვ) უნიკალურობა, დუბლირების თავიდან აცილება, გეოინფორმაციული სისტემის წარმოების წესების მოთხოვნათა გათვალისწინება, ორგანული ერთობა, ანსამბლურობა;

ზ) თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის სიტყვათწარმოქმნის, ფონეტიკური, სტილისტური ნორმების გათვალისწინება, კეთილხმოვანება, სისხარტე, დამახსოვრების სიადვილე;

თ) ისეთი სახელდების დაუშვებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებას, რელიგიას და ტრადიციებს, საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს, ხელს უწყობს რასობრივ, ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, სახელს გაუთქვამს საოკუპაციო რეჟიმს ან მის მოღვაწეებს;

ი) საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება.


მუხლი 3. გეოგრაფიული ობიექტების სახელდებასთან დაკავშირებული დამატებითი პირობები
1. გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება შეიძლება აღნიშნავდეს თვალსაჩინო სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწის ვინაობას, მნიშვნელოვან და გამორჩეულ თარიღს (მაგ.: 9 აპრილის ქუჩა, 26 მაისის ქუჩა და სხვა), ცალკეულ ღირებულებებსა და ფასეულობებს (მაგ.: თავისუფლების მოედანი და სხვა), მნიშვნელოვან ფაქტს ან/და მოვლენას, სხვა გეოგრაფიული ობიექტის  (მაგ.: ქუთაისის ქუჩა) დასახელებას და სხვა.
2. გეოგრაფიული ობიექტის სახელდება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. გეოგრაფიული ობიექტის მისი სახელდების აღმნიშვნელ ნიშანზე (მაჩვენებელზე) სავალდებულოა სახელწოდება მითითებული იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სახელწოდება შეიძლება მიეთითოს აგრეთვე ინგლისურ ენაზეც. ასეთ შემთხვევაში, ინგლისურ ენაზე მითითებული გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება არ შეიძლება განთავსებულ (გამოსახულ) იქნეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე განთავსებული (გამოსახული) სახელწოდების ზევით, მარჯვნივ (დამკვირვებლის პოზიციიდან), ან/და შრიფტი ზომით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ შრიფტს.

მუხლი 4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების ინიციირება
1. გეოგრაფიული ობიექტების სახელდებასთან დაკავშირებით ქ. ბათუმის საკრებულოს დასაბუთებული წერილობითი წინადადებით შეიძლება მიმართოს საკრებულოს წევრმა, ქ.ბათუმის მერმა, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, დაინტერესებულმა იურიდიულმა პირმა. მიმართვა უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათავალისწინებულ, ადმინისტრაციული განცხადებისათვის საჭირო მოთხოვნებს.
2. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საკრებულოში წარდგენილ ინიციატივას უნდა ერთოდეს:

ა) სახელდების ინიციატივის მოტივაცია და დასაბუთება ;

ბ) ობიექტის აღწერა;

გ) ინფორმაცია ობიექტთან დაკავშირებული ღირსშესანიშნავი მოვლენის თუ გამოჩენილი პიროვნების შესახებ.


მუხლი 5. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის განმხილველი კომისია
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საკრებულოში წარდგენილ ინიციატივას იხილავს და შესაბამის დასაბუთებულ დასკვნას ადგენს საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია.

მუხლი 6. ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
წინამდებარე წესში ცვლილებები ან/და დამატებები შედის საკრებულოს დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.