„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 50
დოკუმენტის მიმღები ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/12/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 04/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.175.016102
50
15/12/2015
ვებგვერდი, 18/12/2015
010260020.35.175.016102
„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №50

2015 წლის 15 დეკემბერი

ქ. მცხეთა

 

„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-19 მუხლის  „ბ“პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის11 დადგენილებაში, (matsne.gov.ge 30/03/2015 წ., 010260020.35.175.016063), კერძოდ:

1. დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის“ მე-3 მუხლის მე-2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.  თანადაფინანსების შემთხვევაში, დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო სადაზღვევოს კომპანიის მიერ წარმოდგენილი საგარანტიო წერილის საფუძველზე, მასში მითითებული მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობით, რომლის მაქსიმალური ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს  500 ლარს“.

2. დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.ნოზოლოგიები, რომლებიც არ ფინანსდება ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროგრამებით, ფინანსდება შემდეგი ოდენობით:

3.1. 0-დან 1000 ლარის ჩათვლით არაუმეტესი 70 %-ისა;

3.2. 1001-დან 2000 ლარის ჩათვლით არაუმეტესი 50%-ისა;

3.3. 2001-დან 5000 ლარის ჩათვლით არაუმეტესი 30%-ისა;

3.4. 5001-დან ზევით 20%-ით, არაუმეტესი 3000 ლარისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი