დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 630 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 440050000.10.003.019017 |
630
15/12/2015
ვებგვერდი, 17/12/2015
440050000.10.003.019017
„უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №88 დადგენილებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
„უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №88 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/02/2011, 440050000.10.003.016249) და დადგენილებით დამტკიცებული „უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების გაცემის შესახებ“ დებულების მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ფონდი უფლებამოსილია, გრანტის მიმღების მიერ ყოველი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე არა უგვიანეს 20 დღით ადრე (გარდა პროექტის განხორციელების ბოლო საანგარიშო პერიოდისა), საგრანტო ხელშეკრულების საერთო თანხის გაზრდის გარეშე, წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ხარჯთაღრიცხვაში შეიტანოს ცვლილება, ხოლო პროექტის განხორციელების ბოლო საანგარიშო პერიოდში − გრანტის მიმღების მიერ საგრანტო პროექტის დასრულებამდე წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები