საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხის დამტკიცების შესახებ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 117
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 21/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 130070000.63.075.016027
117
21/12/2015
ვებგვერდი, 23/12/2015
130070000.63.075.016027
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №117

2015 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის თანდართული ნუსხა.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური




საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხა

 

1. ცეცხსასროლი იარაღი:

ა) პისტოლეტი, რევოლვერი;

ბ) პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი;

გ) ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი;

დ) ხელის ტყვიამფრქვევი;

ე) ტყვიამფრქვევი;

ვ) შაშხანა;

ზ) სნაიპერული შაშხანა;

თ) ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი;

ი) ყუმბარმტყორცნი;

კ) ნაღმმტყორცნი.

 

2. საბრძოლო მასალა:

 

ა) პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ცეცხლსასროლი იარაღებისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა;

ბ) ხელყუმბარა;

გ) ასაფეთქებელი ნივთიერებები;

დ) ნაღმი;

ე) გაზი;

ვ) რეაქტიული ყუმბარტყორცნი.