სსიპ - ქალაქ თბილისის №209 საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში

  • Word
სსიპ - ქალაქ თბილისის №209 საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 51501289262
დოკუმენტის მიმღები სსიპ - ქალაქ თბილისის №209 საჯარო სკოლა
მიღების თარიღი 10/12/2015
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
51501289262
10/12/2015
ვებგვერდი, 16/12/2015
სსიპ - ქალაქ თბილისის №209 საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში
სსიპ - ქალაქ თბილისის №209 საჯარო სკოლა

სსიპ - ქალაქ თბილისის №209 საჯარო სკოლის 2015 ანგარიში

  სსიპქალაქ თბილისის №209 საჯარო სკოლის 2015 წლის 1 დეკემბრის №1–61 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად დადგინდა სსიპქალაქ თბილისის №209 საჯარო სკოლის საქმისმწარმოებელი ლედი მირზიაშვილი.

) 2015 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე წარმოდგენილ იქნა 2 (ორი) განცხადება, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

) დაკმაყოფილდა 2 (ორი) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის, ასევე პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე შემოვიდა და დაკმაყოფილდა 8 (რვა) მოთხოვნა.

) 2015 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.

) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.

) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სკოლის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეტანილ არ ყოფილა და ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, სკოლის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახება გადაწყვეტილება არ მიღებულა. გამომდინარე აქედან, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯებიც სკოლას არ ჰქონია.

სკოლის დირექტორი ია აბუაშვილი