ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

  • Word
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
მიღების თარიღი 10/12/2015
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
-
10/12/2015
ვებგვერდი, 16/12/2015
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით, დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.

 

სააპელაციო სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს სასამართლოში არსებული საქმეებიდან ინფორმაციების მიწოდებას. აგრეთვე, სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას და ა.შ.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2014 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოსულია 25   განცხადება, მათ შორის:

 

1.      ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - 5

2.      საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - 3

3.      საქართველოს მოსამართლეთა ერთობა - 1

4.      საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტო - 1

5.      საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი - 1

6.      ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი - 1

7.      ა/ო ,,ახალგაზრდა ადვოკატები” – 1

8.      საინფორმაციო ცენტრების ქსელი - 1

9.      ადვოკატი - 1

10.  მოქალაქე - 10

 

შემოსული განცხადებებიდან დაკმაყოფილდა 12 მოთხოვნა, არ დაკმაყოფილდა 13.

 

საჯარო ინფორმაციის დაკმაყოფილების შესახებ 12 გადაწყვეტილება და უარის თქმის 13 გადაწყვეტილება მიღებული იქნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის, კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების განყოფილების უფროსის ქეთევან აწყურელის მიერ.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი  გამოწვეული იყო იმით, რომ 9 შემთხვევაში მოთხოვნა ეხებოდა ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რომლის დამუშავებას და შენახვას სასამართლო არ აწარმოებს, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით არც ევალება ამგვარი ინფორმაციის დამუშავება-შენახვა. 3 შემთხვევაში - განმცხადებელი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებების საჯარო ინფორმაციის (ჩაშტრიხული) სახით გაცემას, თუმცა არ აზუსტებდა განხილული საქმის რეგისტრაციის ნომერს და საქმეში მონაწილე მხარეებს.

 

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ  განცხადებებზე პასუხები მომზადდა წერილობითი სახით, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში - ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გახსნილი აქვს საკუთარი ინტერნეტ-ვებ-გვერდი www.kutaisi -appeal.court.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით შეუძლია ისარგებლოს მომხმარებელმა.

 

სასამართლოში არ ყოფილა ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელი პირების მიმართ  დისციპლინური სახდელების დადების ფაქტი.

სასამართლოში  არ გასაჩივრებულა უარი საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე.