„საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 626
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 230210000.10.003.019013
626
14/12/2015
ვებგვერდი, 16/12/2015
230210000.10.003.019013
„საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №626

2015 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილებაში (სსმ, 172, 31/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილებები და :

1.  დადგენილების:

ა) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

 „ე) საქართველოში წარმოშობილი, რუსეთის ფედერაციაში ექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლისათვის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის გაცემის წესი (დანართი №5).“;

 ბ)  მე-2 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილებით დამტკიცებული „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის“ (დანართი №1):

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) მე-5-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანის დროს წარმოშობის სერტიფიკატები გაიცემა:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მიერ,  ან

ბ) საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 51. თუ წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა შემოსავლების სამსახურის მიერ, სერტიფიკატის გაცემისათვის განაცხადი და ყველა საჭირო დოკუმენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით.

 6. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1, ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტებზე და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულ საქონელზე საქართველოში წარმოშობის დამადასტურებელი შესაბამისი ფორმის სერტიფიკატი გაიცემა შემოსავლების სამსახურის მიერ.“;

ა.ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საქონლის წარმოშობის CT-1 სერტიფიკატი გაიცემა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა საბჭოს 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).“;

ა.გ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

„13. საქართველოში წარმოშობილი საქონლის რუსეთის ფედერაციაში გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი СТ-1 გაიცემა ამ დადგენილების დანართ №5-ით დადგენილი წესის შესაბამისად.“;

ბ) მე-11 მუხლის:

ბ.ა) მე-16 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) შესაბამისობის სერტიფიკატი − ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის შემთხვევაში;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტი, რომელიც უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლებელია მოითხოვოს საქონლის წარმოშობის დადგენის მიზნით.“;

ბ.ბ) მე-16 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 პუნქტი:

„161. ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის შემთხვევაში, საქონლის არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა ამ მუხლის მე-16 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა და აღნიშნული პროდუქციის წარმოებაში გამოყენებული ყურძნისეული ნედლეულის წარმოშობის შესახებ სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.“;

გ) მე-13 მუხლის:

გ.ა)  მე-13 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) შესაბამისობის სერტიფიკატი − ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის შემთხვევაში;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტი, რომელიც უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლებელია მოითხოვოს საქონლის წარმოშობის დადგენის მიზნით.“;

გ.ბ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი:

„131. ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის შემთხვევაში, საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა და აღნიშნული პროდუქციის წარმოებაში გამოყენებული ყურძნისეული ნედლეულის წარმოშობის შესახებ სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.“;

დ) მე-15 მუხლის:

დ.ა) მე-13 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) შესაბამისობის სერტიფიკატი − ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის შემთხვევაში;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტი, რომელიც უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლებელია მოითხოვოს საქონლის წარმოშობის დადგენის მიზნით.“;

დ.ბ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი:

„131. ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის შემთხვევაში, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი CT-1 გაიცემა ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა და აღნიშნული პროდუქციის წარმოებაში გამოყენებული ყურძნისეული ნედლეულის წარმოშობის შესახებ სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.“;

ე) მე-16 მუხლის:

ე.ა) მე-13 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შესაბამისობის სერტიფიკატი − ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის შემთხვევაში;

ე.ბ) მე-13 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტი, რომელიც უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლებელია მოითხოვოს საქონლის წარმოშობის დადგენის მიზნით.“;

ე.გ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი:

„131. ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის შემთხვევაში, წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 გაიცემა ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა და აღნიშნული პროდუქციის წარმოებაში გამოყენებული ყურძნისეული ნედლეულის წარმოშობის შესახებ სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.“.

3. დადგენილებას დაემატოს დანართი №5 თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 4 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

„დანართი №5

საქართველოში წარმოშობილი, რუსეთის ფედერაციაში

ექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლისათვის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის გაცემის წესი

მუხლი 1. წინამდებარე წესი გამოიყენება საქართველოში წარმოშობილი და მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში ექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლისათვის წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის გაცემისათვის, რისთვისაც დადგენილია შემდეგი მოთხოვნები:

1. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1 (შემდგომში სერტიფიკატი) იბეჭდება რუსულ ენაზე, ტიპოგრაფიული მეთოდით დამზადებული А4 -ის ფორმატის სპეციალურ დაცულ ბლანკზე (210X297მმ), რომლის სიმკვრივე არ უნდა იყოს  25 გ/მ2 ნაკლები. დაუშვებელია სერტიფიკატში ხელმომწერი პირების ფაქსიმილეს გამოყენება, დადგენილი წესით დადასტურების გარეშე ამოშლილი ადგილის, ჩასწორების ან/და დამატების არსებობა. სერტიფიკატში შესწორებების ან/და დამატების შეტანა ხორციელდება არასწორი ინფორმაციის გადახაზვით და მასზე სწორი ინფორმაციის გადაბეჭდვით ან ხელით შეყვანით, რაც დასტურდება უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და სერტიფიკატის გამცემი უფლებამოსილი ორგანოს ბეჭდით.

2. გრაფა 1 <*> - „გამგზავნი/ექსპორტიორი (დასახელება და საფოსტო მისამართი)“.  მიეთითება საქონლის გამგზავნის/ექსპორტიორის დასახელება და საფოსტო მისამართი.

3. გრაფა 2 <*> - „მიმღები/იმპორტიორი(დასახელება და საფოსტო მისამართი)“. მიეთითება საქონლის მიმღების/იმპორტიორის დასახელება და საფოსტო მისამართი.

--------------------------

* შენიშვნა:

სერტიფიკატის გრაფა 1-ში და გრაფა 2-ში მიეთითება საქონლის გამგზავნის/ექსპორტიორის და საქონლის მიმღების/იმპორტიორის იგივე დასახელება და საფოსტო მისამართი, რომელიც მითითებულია საქონლის გაგზავნასთან დაკავშირებულ (საგარეო ვაჭრობის შეთანხმება/გარიგება; ანგარიშ-ფაქტურა, საბაჟო დეკლარაცია და სხვა.) დოკუმენტებში.

როდესაც საქონლის გამგზავნი და ექსპორტიორი / მიმღები და იმპორტიორი სხვადასხვა იურიდიული პირები არიან, მითითებული უნდა იყოს, რომ საქონლის გამგზავნი (დასახელება და მისამართი) მოქმედებს ექსპორტიორის (დასახელება და მისამართი) „დავალებით“.

4. გრაფა 3 – „სატრანსპორტო საშუალებები და მარშრუტი (რამდენადაც ცნობილია)“. მიეთითება სატრანსპორტო საშუალება და მარშრუტი, რამდენადაც ეს ცნობილია.

5. გრაფა 4 - მიეთითება სერტიფიკატის სარეგისტრაციო ნომერი, გამცემი ქვეყანა და სახელმწიფო, რომლისთვისაც არის განკუთვნილი ეს სერტიფიკატი. დასაშვებია სარეგისტრაციო ნორმის ხელით შეყვანა ან  შტამპით დადება.

6. გრაფა 5 – „სამსახურებრივი შენიშვნები“. იბეჭდება ან იწერება ხელით ან დაედება შტამპი, საქონლის გატანის, ტრანზიტის ან/და მიმღები ქვეყნის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების სამსახურებრივი შენიშვნები. ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში კეთდება შემდეგი ჩანაწერები: „დუბლიკატი“, „გაცემულია სერტიფიკატის ნაცვლად“, „გაცემულია შემდგომში“. სერტიფიკატში შესწორებების ან/და დამატების შეტანა ხორციელდება არასწორი ინფორმაციის გადახაზვით და მასზე სწორი ინფორმაციის  გადაბეჭდვით ან ხელით შეყვანით, რაც დასტურდება უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და სერტიფიკატის გამცემი უფლებამოსილი ორგანოს ბეჭდით.

7. გრაფა 6 - „ნომერი“.მიეთითება საქონლის რიგითი ნომერი.

8. გრაფა 7 - „ადგილების რაოდენობა და შეფუთვის სახეობა“. მიეთითება ადგილების რაოდენობა და შეფუთვის სახეობა.

9.  გრაფა 8 - „საქონლის აღწერილობა“. მიეთითება საქონლის კომერციული დასახელება და სხვა მონაცემები, რომელიც საბაჟო გაფორმების მიზნებისათვის საქონლის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა, ასევე მიეთითება წარმოშობის შემდეგი კრიტერიუმები:

„П“ - როდესაც საქონელი სრულად არის წარმოებული საქართველოს ტერიტორიაზე;

„Д1905“ - როდესაც საქონელმა განიცადა საკმარისი დამუშავება/გადამუშავება, საბოლოო პროდუქციის საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასა­ქონ­ლო ნომენკლატურის (სეს ესნ) კოდის პირველი 4 ციფრის მითითებით, მაგ. – 1905;

„А“ - საქონელი, რომლის წარმოშობის ქვეყანა განსაზღვრულია ადვალური წილის წესის გამოყენებით, ექსპორტისთვის განკუთვნილ საქონელში გამოყენებული უცხოური მასალების ღირებულების პროცენტული წილის მითითებით, რომელიც გამოიანგარიშება მწარმოებელი ფრანკო-ქარხნის ფასის საფუძველზე, მაგ. „А15%“.

10. გრაფა 9 – „ ბრუტო/ნეტო წონა (კგ)“. მიეთითება საქონლის ბრუტო/ნეტო მასა (კგ) ან/და სხვა რაოდენობრივი მაჩვენებლები საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასა­ქონ­ლო ნომენკლატურის (სეს ესნ) შესაბამისად. მიწოდებული საქონლის ფაქტიური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სერტიფიკატში მითითებული საქონლის რაოდენობას 5%-ზე მეტად.

11. გრაფა 10 – „ანგარიშ-ფაქტურის ნომერი და თარიღი“. მიეთითება ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისის), პროფორმა-ინვოისი, ან საქონლის ფინანსური ან/და რაოდენობრივი მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის მონაცემები.

12. გრაფა 11 – „დამოწმება“. ივსება უფლებამოსილი ორგანოს მიერ და მოიცავს მის დასახელებას, მისამართს, ბეჭედს და სერტიფიკატის გაცემის თარიღს, ასევე, სერტიფიკატის დამოწმებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერას, გვარს და ინიციალებს. უფლებამოსილი ორგანოს ბეჭედი მკაფიოდ უნდა იყოს გამოკვეთილი, რომელიც, აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს მისი ნამდვილობის დადასტურებას. დასაშვებია თარიღის, უფლებამოსილი პირის გვარისა და ინიციალების ხელით შეყვანა ან შტამპით დადება.

13. გრაფა 12 – „განმცხადებლის დეკლარაცია“. მიეთითება ქვეყანა, სადაც საქონელი სრულად იქნა წარმოებული ან განიცადა საკმარისი დამუშავება/გადამუშავება, საქონლის წარმოშობის ქვეყნის მონაცემების დეკლარირების თარიღი, ასევე დაიდება განმცხადებლის ბეჭედი, განმცხადებლის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, გვარი და ინიციალები. დასაშვებია თარიღის, უფლებამოსილი პირის გვარისა და ინიციალების ხელით შეყვანა ან შტამპით დადება.

მუხლი 2. საქონლის წარმოშობის ქვეყანად მიიჩნევა ის ქვეყანა სადაც საქონელი სრულად იქნა წარმოებული ან განიცადა საკმარისი დამუშავება/გადამუშავება.

მუხლი 3. საკმარისი დამუშავების/გადამუშავების კრიტერიუმი შესრულდება შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:

1. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) პირველი 4 ციფრის დონეზე ცვლილება, რომელიც დამუშავების/გადამუშავების საფუძველზე წარმოიშვა;

2. საქონლის დამუშავების/გადამუშავების შედეგად, გამოყენებული უცხოური წარმოშობის მასალების ღირებულება არ აღემატება საბოლოო პროდუქციის ღირებულების 50%-ს (ადვალური წილის წესი).

მუხლი 4. ადვალური წესის გამოყენების შემთხვევაში, ღირებულებითი მაჩვენებლები გამოიანგარიშება:

ა) უცხოური წარმოშობის მასალებისთვის – იმ ქვეყანაში შემოტანისას საბაჟო ღირებულების შესაბამისად, სადაც ხორციელდება საბოლოო პროდუქციის წარმოება, ან იმ ქვეყნის ტერიტორიაზე დოკუმენტალურად დადასტურებული პირველადი გაყიდვის ფასის საფუძველზე, სადაც ხორციელდება საბოლოო პროდუქციის წარმოება.

ბ) საბოლოო პროდუქტისთვის – ფრანკო-ქარხნის ფასის შესაბამისად.

მუხლი 5. ქართული წარმოშობის საქონელი ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით რუსეთის ფედერაციის საბაჟო ტერიტორიაზე, თუ ის აკმაყოფილებს წარმოშობის კრიტერიუმებს, და, ასევე, თუ საქონელი:

ა)  შეთანხმების მონაწილე ერთი სახელმწიფოს  რეზიდენტსა და შეთანხმების მონაწილე მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს შორის გაფორმებული შეთანხმების/კონტრაქტის საფუძველზე გადის შეთანხმების მონაწილე ერთი სახელმწიფოს საბაჟო ტერიტორიიდან და შედის შეთანხმების მონაწილე მეორე სახელმწიფოს საბაჟო ტერიტორიაზე;

ბ)  შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტ ფიზიკურ პირს გააქვს (შემოაქვს) - შეთანხმების მონაწილე ერთი სახელმწიფოს საბაჟო ტერიტორიიდან შეთანხმების მონაწილე მეორე სახელმწიფოს საბაჟო ტერიტორიაზე;

გ)  არ ტოვებს შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოების საბაჟო ტერიტორიებს.“.


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი