დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის N36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 135 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/12/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 20/01/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.160.016345 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის №36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის N36 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 07/11/2014, 010250020.35.160.016246) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში – „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულება“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურში იქმნება შემდეგი განყოფილებები: ა) ინფრასტრუქტურისა და ექსპლუატაციის განყოფილება; ბ) ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილება; გ) სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება.“; ბ) ამოღებულ იქნას მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი. გ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილების გათვალისწინებით.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 20 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები