„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 136
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/12/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 05/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016346
136
15/12/2015
ვებგვერდი, 21/12/2015
010250020.35.160.016346
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №136

2015 წლის 15 დეკემბერი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის  მერიის  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  22 ოქტომბრის №29 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 27/10/2014, 010250020.35.160.016241) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში  –  „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის  მერიის  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება“  შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

„2. ბიუჯეტის დაგეგმარებისა და სახაზინო განყოფილების ფუნქციებია:

ა) მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსათა და „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424  ბრძანებით  დადგენილი წესების შესრულების უზრუნველყოფა;

ბ)  ბიუჯეტის დაგეგმარებისა და ფორმირების განსახორციელებლად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების, აგრეთვე საბიუჯეტო მოწყობასთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზის ფორმირების ანალიზი, კონსოლიდირება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

გ)  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ელექტრონული და სხვა სახის ინფორმაციის მიღება, საბოლოო ინფორმაციის ჩატვირთვა პროგრამულ ბაზებში.  შემოსულობების ფაქტობრივი შესრულების მიმდინარეობაზე მონიტორინგის დაწესება;

დ) ცირკულარის შესაბამისად მხარჯავი დაწესებულებებიდან და საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან საბიუჯეტო განაცხადის ფორმების მიღება და შემოწმება;

ე)  თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურების ინფორმაციების, მონაცემების, მასალების მიღება, სისტემატიზირება და დამუშავება;

ვ) წარმოდგენილი მასალების საფუძველზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენა მოქმედი საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად, კერძოდ, შემოსულობების საერთო თანხის, ადგილობრივ ბიუჯეტში ჩასარიცხი მოსაკრებლების, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარებების და სხვა შემოსულობების სახეობების მიხედვით გაწერა და გადასახდელების საერთო თანხიდან გამომდინარე საბიუჯეტო ასიგნებების მხარჯავ დაწესებულებებზე, საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, დასაფინანსებელ პროგრამებსა და ღონისძიებებზე გადანაწილება;

ზ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების გათვალისწინებით, დადგენილების პროექტის მომზადება მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის წარსადგენად;

თ) კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კვარტალური და წლიური ანგარიშის მოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზება, ამ მიზნით  შესაბამისი ანალიტიკური ინფორმაციის შეგროვება შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადება;

ი)  მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს-ებისა და ა(ა)იპ-ებისათვის მეთოდური დახმარების გაწევა, სახელმწიფო ხაზინის მიერ განსახორციელებელ გადახდაზე ვალდებულებების  აღება  საქართველოს ფინანსთა  მინისტრის  N424  ბრძანების  საფუძველზე;

კ)  სახელმწიფო ხაზინის ელექტრონულ მომსახურების სისტემაში ა(ა)იპ-იების მიერ დარეგისტრირებული ხელშეკრულებებისა და ვალდებულებების დადასტურება/დაწუნება, საგადახდო მოთხოვნების შესწავლა;

ლ) მუნიციპალიტეტის სამსახურების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების სისრულის, სისწორის, უტყუარობის შემოწმება და დარეგისტრირება ხაზინის ელექტრონულ სისტემაში;

მ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად სხვადასხვა ორგანიზაციებიდან მიღებულ წერილებსა და მოქალაქეთა განცხადებებზე დასკვნების, პასუხების მომზადება და სამსახურის უფროსთან შეთანხმებით გაცემა;

ნ) ელექტრონულ კანცელარიის კომპიუტერულ პროგრამაში კომპეტენციის მიხედვით მომხმარებლის სტატუსით არსებული დოკუმენტბრუნვის სქემაში მუშაობ.“ა;

ბ) ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი.

გ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. შესყიდვების და დაგეგმარების განყოფილების ფუნქციებია:

ა)  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წლიური გეგმის პროექტის მომზადება;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და  კორექტირება;

გ)  წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმის დროული ატვირთვა შესაბამის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;

დ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმის წარდგენა;

ე)  დამტკიცებული შესყიდვის წლიური გეგმის შესაბამისად შესყიდვების მომზადება და განხორციელება;

ვ)  მუნიციპალიტეტის ყველანაირი შესყიდვების პროცედურების განხორციელება, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, სავარაუდო ფასების განსაზღვრა, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;

ზ) ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა, ჯანსაღი კონკურენციის მხარდაჭერა და ადგილობრივი შესყიდვების პროცედურების გამჭვირვალობის ხელშეწყობა;

თ) ტენდერისა და კანონით დადგენილი შესყიდვის სხვა საშუალებების ორგანიზება, შესყიდვის პროექტის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებისა და საჭირო შემთხვევაში მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტის მომზადება;

ი)  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესყიდვების ორგანიზების პროცედურებისა და სანიმუშო დოკუმენტების ფორმების მომზადება;

კ) მიმწოდებელთა რეესტრის წარმოება;

ლ)  ტენდერებისა და ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება;

მ)  დადგენილი წესით ანალიტიკური, პროგნოზული, ექსპერტული და ინფორმაციული სამუშაოების შესრულება საკრებულოს მიერ დამტკიცებული ადგილობრივი შესყიდვების გეგმების საფუძველზე. ამ გეგმებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება.“;

დ) მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.  სამსახურის უფროსის მოადგილე სამსახურის უფროსთან შეთანხმებით კოორდინაციას უწევს სამსახურში არსებული განყოფილებების ფუნქციების შესრულებას. სამსახურის უფროსის მოადგილე ნოვატორული იდეებისა და ახალი გამოწვევების სამუშაო პროცესში გადმოტანის მიზნით მონაწილეობს სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხოელ ექსპერტებთან გამართულ სამუშაო შეხვედრებში.“;

ე) მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის  მერიის  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილების გათვალისწინებით.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე