დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის N26 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 137 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 20/01/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.160.016347 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №26 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №26 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge , 27/10/2014, 010250020.35.160.016238) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“; ბ) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.“. გ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის ტრანსპორტის კონტროლის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) საკრებულოს მიერ დადგენილი ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისათვის კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლზე, კანონით დადგენილი წესით, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენასა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებას პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე; ბ) საერთო სარგებლობის ადგილობრივი სამგზავრო ტრანსპორტის სფეროში ერთიანი პოლიტიკის გატარებას, ორგანიზებას, მართვასა და რეგულირებას; გ) სატრანსპორტო ნაკადებისა და მოსიარულეთა მოძრაობის ორგანიზების სრულყოფას; დ) ადგილობრივი სამგზავრო ტრანსპორტის გამართული და სტაბილური ფუნქციონირებისათვის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას; ე) მომხმარებელთა კანონიერი უფლებების დაცვას და მგზავრობის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფას; ვ) საქალაქო ტრანსპორტის სფეროს რეაბილიტაცია-განვითარების ღონისძიებების შემუშავებას და მათი რეალიზაციის ხელშეწყობას; ზ) ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის რეგულირებას საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე; თ) თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული და თვითმმართველობის მართვაში არსებული ტრანსპორტის სფეროს მიკუთვნებული საწარმოების საქმიანობის კოორდინაციას; ი) საერთო სარგებლობის გზებზე სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის ორგანიზაციის გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა შესახებ წინადადებების შემუშავებას, საკრებულოში დასამტკიცებლად მათ წარდგენას, ხოლო შემდგომში მათ დანერგვას და შესრულებას; კ) ქალაქის მიწისზედა სამგზავრო ტრანსპორტის ერთიანი სამარშრუტო სქემის შემუშავებას და დასამტკიცებლად საკრებულოში წარდგენას, მის პერიოდულ შესწავლას და სქემების ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; ლ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიისა და/ან საკრებულოს სამართლებრივი აქტებით თუ დავალებებით მისთვის დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულებას; მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებების განხილვას და ადმინისტრაციული წარმოების განხორციელებას.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 20 იანვრიდან.
. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები