,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის N220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის N220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-329
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 03/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 480040000.22.030.016139
01-329
15/12/2015
ვებგვერდი, 15/12/2015
480040000.22.030.016139
,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის N220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-329

2015 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებით (სსმ III, 24.11.2009 წელი, №144, მუხლი 1679) დამტკიცებულ დიპლომატიური სამსახურის გავლის წესს 351 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 352 მუხლი:

,,მუხლი 352. დახმარება დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული მოსამსახურის დაღუპვისას ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას

1. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში, მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, დაღუპულის ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით.

2. მოსამსახურეს, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით მიიღო სხეულის დაზიანება, რის შედეგადაც ცნობილ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირად ან დასახიჩრდა, მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 5 000 ლარისა.

3. სამინისტროსათვის გათვალისწინებულ საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში, მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, გარდაცვლილი მოსამსახურის ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს შესაძლებელია მიეცეს ერთჯერადი მატერიალური ან/და ფულადი დახმარება.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი