„ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 621
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 440050000.10.003.019008
621
14/12/2015
ვებგვერდი, 16/12/2015
440050000.10.003.019008
„ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №621

2015 წლის 14 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/02/2011, 440050000.10.003.016245) და დადგენილებით დამტკიცებული „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ დებულების  მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ფონდი უფლებამოსილია, გრანტის მიმღების მიერ ყოველი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე, არაუგვიანეს 20 დღით ადრე (გარდა პროექტის განხორციელების ბოლო საანგარიშო პერიოდისა), საგრანტო ხელშეკრულების საერთო თანხის გაზრდის გარეშე, წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ხარჯთაღრიცხვაში განახორციელოს ცვლილება. საგრანტო პროექტის განხორციელების ბოლო საანგარიშო პერიოდში ცვლილების შეტანა შესაძლებელია გრანტის მიმღების მიერ დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. საანგარიშო წლის პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები დასაშვებია პროექტის მიმდინარე წლის საერთო ბიუჯეტის 20%-ის ფარგლებში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი