„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №697 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 619
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019006
619
14/12/2015
ვებგვერდი, 16/12/2015
040030000.10.003.019006
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №697 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №619

2015 წლის 14 დეკემბერი

   ქ. თბილისი

„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №697 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №697 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2014, 040030000.10.003.018317) შეტანილ იქნეს ცვლილება და  პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის №105 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − თბილისის ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის  მუსიკალურ-კულტურული ცენტრი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი