გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №9 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 56
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/12/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.148.016303
56
11/12/2015
ვებგვერდი, 15/12/2015
010260010.35.148.016303
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №9 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №56

2015 წლის 11 დეკემბერი

ქ. გორი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №9 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის  და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №9 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 08/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260010.35.148.016206) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის „დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ)  უმუშევართათვის დასაქმების პროგრამების ხელმისაწვდომობას, მათ რეკლამირებას და ინფორმაციის შეგროვებას“.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის „ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დასაქმების  პროგრამების  ხელმისაწვდომობას,  რეკლამირებას და ინფორმაციის შეგროვებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი