ბათუმის რესურსცენტრის 2015 წლის ანგარიში

  • Word
ბათუმის რესურსცენტრის 2015 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ბათუმის რესურსცენტრი
მიღების თარიღი 09/12/2015
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
09/12/2015
ვებგვერდი, 18/12/2015
ბათუმის რესურსცენტრის 2015 წლის ანგარიში
ბათუმის რესურსცენტრი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტირისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ბათუმის რესურსცენტრის 2015 წლის ანგარიში

ა) ბათუმის რესურსცენტრში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. რესურსცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე რესურსცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა.

ბ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.

გ) 2015 წლის საანგარიშო პერიოდში ბათუმის რესურსცენტრში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.

დ) ბათუმის რესურსცენტრს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.

ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის ,,ზ’’ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. ბათუმის რესურსცენტრის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.

  ბათუმის რესურსცენტრის უფროსი გოჩა დავითაძე