დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს 2016−2018 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4640-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 11/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.09.001.016313 |
|
საქართველოს 2016−2018 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
,
საქართველოს პარლამენტი ადგენს: დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2016−2018 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები: 1. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2016 წლისთვის შეადგენს 5 პროცენტს, 2017 წლისთვის − 4 პროცენტს, ხოლო 2018 წლისთვის − 3 პროცენტს. 2. საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2016−2018 წლების განმავლობაში ძირითადად გამოყენებული იქნება მონეტარული პოლიტიკის შემდეგი ინსტრუმენტები: რეფინანსირების სესხები, სადეპოზიტო სერტიფიკატები, ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდებით, სავალუტო ინტერვენციები, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები. 3. 2016−2018 წლების განმავლობაში სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ დინამიკაზე მოქმედი რისკები ძირითადად არის ნავთობსა და საკვებზე მსოფლიო ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური რისკების ცვლილება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, ინფლაციის იმპორტი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან და სხვა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა არ მოახდენს რეაგირებას გარეგანი ფაქტორების შედეგად ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებითი გადახრისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახრა იმდენად ძლიერია, რომ გავლენას ახდენს ინფლაციაზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე (ინფლაციის მოლოდინი, მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონიდან გადახრა). 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 11 დეკემბერი 2015 წ. N4640-Iს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები