„ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 52
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/12/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.164.016204
52
14/12/2015
ვებგვერდი, 15/12/2015
010250020.35.164.016204
„ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყვარლის მუნიციპალიტეტი
 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №52

2015 წლის 14 დეკემბერი

ქ. ყვარელი

 

„ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №18  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04.08.2014 წ.,  010250020.35.164.016120) და:
1. დადგენილების  მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის  „ა.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.თ) ამტკიცებს გამგეობის/მერიის შინაგანაწესსა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე გამგეობის/მერიის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;“ .

2. დადგენილების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ვ) არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს, ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“.

3. დადგენილების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ამ კანონის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;“.

4. დადგენილების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს  „ე.კ“ ქვეპუნქტი:

„ე.კ) ქმნის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს  გამგებლის სათათბირო ორგანოს.“.

5. დადგენილების  მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მინიმალურ და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ბრძანებით ადგენს გამგებელი“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯემალ შავერდაშვილი