საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური - 2015 წლის ანგარიში

  • Word
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური - 2015 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
მიღების თარიღი 14/12/2015
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
14/12/2015
ვებგვერდი, 14/12/2015
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური - 2015 წლის ანგარიში
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური

სსიპსაქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის

ა ნ გ ა რ ი შ ი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის

(ინფორმაციის თავისუფლება)

მოთხოვნათა შესრულების შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის 49-ე მუხლის შესაბამისად, სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შესწავლილ და გაანალიზებულ იქნა ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, აგრეთვე ამავე კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებების შესრულებისა და კოდექსში მითითებული ვადების დაცვის მდგომარეობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ანგარიშს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, კერძოდ:

კოდექსის 49-ე მუხლის “ და „ბ“ ქვეპუნქტებთან დაკავშირებით:

- საანგარიშო პერიოდში (2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში შემოსულია 4 განცხადება, რომელიც აერთიანებს საჯარო ინფორმაციის გაცემის 47 მოთხოვნას;

- ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებულ ვადაში, რის შესახებაც შესაბამისი აღნიშვნა გაკეთდა განმცხადებლის მიერ შემოტანილ განცხადებაზე და/ან შესაბამისი აღრიცხვის ჟურნალში;

- საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევა სამსახურში არ დაფიქსირებულა;

- მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო სამსახურის უფროსისა და ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის (საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის) თამარ კალანდაძის მიერ.

კოდექსის 49-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით:

- საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.

რაც შეეხება კოდექსის 49-ე მუხლის „დ“ - „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებს, ასეთი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში არ დაფიქსირებულა.

 

 

სამსახურის უფროსის მოადგილე                             გიორგი თევდორაშვილი