ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის ანგარიში

  • Word
ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მიღების თარიღი 07/12/2015
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
07/12/2015
ვებგვერდი, 15/12/2015
ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის ანგარიში
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

ა ნ გ ა რ ი შ ი

ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

 

(2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე)

 

1. 2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია სულ 47 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე, ორგანიზაცია-დაწესებულებების მიერ - 31 განცხადება, მოქალაქეების მიერ – 16 განცხადება, აქედან დაკმაყოფილდა 47 მოთხოვნა;

2. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია.

3. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი არის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე – მამუკა ქილიფთარი.

4. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების არცერთი ფაქტი.

5. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. სამსახურში დაცულია პერსონალური მონაცემები მატერიალური სახით.

6. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ეყრდნობოდა საქართველოს კონსტიტუციას, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსი“ს და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს.

8. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

9. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, როგორც კოლეგიურ საჯარო დაწესებულებას საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

 

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                                                             გელა კობალაძე