დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ 2015 წლის განმავლობაში გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო |
| მიღების თარიღი | 08/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ა ნ გ ა რ ი შ ი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ 2015 წლის განმავლობაში გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ
● 2015 წლის მანძილზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებაში - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოვიდა 6 განცხადება. ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უარის თქმის ფაქტს ადგილი არ ჰქონია;
● საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მიზნით სამმართველოში მოთხოვნა არ შემოსულა;
● აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებაში - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში შემოსული საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილებები მიღებული იქნა სამმართველოს უფროსის მიერ;
● სამმართველოს მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვება/დამუშავებას ადგილი არ ჰქონია;
● საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევევბი არ დაფიქსირებულა. აგრეთვე არ მომხდარა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელის დადება;
2015 წლის მანძილზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შეადგინა 5,45 (ხუთი ლარი და 45 თეთრი) ლარი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები