თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

  • Word
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები თბილისის სააპელაციო სასამართლო
მიღების თარიღი 10/12/2015
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
10/12/2015
ვებგვერდი, 15/12/2015
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
თბილისის სააპელაციო სასამართლო

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის

შესაბამისად საჯარო ინფორმაციის

გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე ნინო ლომსაძე.

სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას საამისოდ განკუთვნილ სპეციალურ დარბაზში და ა. შ.

2015 წლის განმავლობაში სააპელაციო სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 123 განცხადება შემოვიდა. შემოსულ განაცხადთაგან 87 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ხოლო, 35 მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი იყო ისეთი სახის მონაცემები, რომელთა სტატისტიკურ აღრიცხვას თბილისის სააპელაციო სასამართლო არ აწარმოებდა.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ყველა განცხადებაზე პასუხის გაცემა მოხდა როგორც წერილობითი სახით, ასევე ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოში არ შემოსულა.

საჯარო მოსამსახურის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირისთვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტი არ ყოფილა.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლისა და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” კანონის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 115 ლარს და 65 თეთრს.

სააპელაციო სასამართლოს გახსნილი აქვს საკუთარი ინტერნეტ-ვებ-ვერდი _ www.tbappeal.court.ge რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებელი.

 

 

სასამართლოს თავმჯდომარე               ვალერ ცერცვაძე