„თ. კოვზირიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

  • Word
„თ. კოვზირიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 185
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 15/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 37, 20/03/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.08.002.004
  • Word
185
15/03/2007
სსმ, 37, 20/03/2007
010.340.000.08.002.004
„თ. კოვზირიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №185

2007 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

თ. კოვზირიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

მიენიჭოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს თამარ კოვზირიძეს უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 1995 წლის 14 აგვისტოს შეთანხმებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ოქმის, „საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 1995 წლის 9 იანვრის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ოქმის, „საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის „საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 1996 წლის 20 მარტის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ოქმის, „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 1996 წლის 8 მარტის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ოქმის და „საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 1997 წლის 11 ნოემბრის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ოქმის ტექსტების მიღების მიზნით.

მ. სააკაშვილი