„სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 31 აგვისტოს №451 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 615
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 430060000.10.003.019002
615
11/12/2015
ვებგვერდი, 15/12/2015
430060000.10.003.019002
„სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 31 აგვისტოს №451 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №615

2015 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 31 აგვისტოს №451 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 31 აგვისტოს №451 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/09/2015, 430060000.10.003.018837) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5.  პროგრამის ბიუჯეტი, დაფინანსების წყარო და დაფინანსების  მექანიზმები

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 400 000 ლარით. პროგრამის (მათ შორის, პროგრამის ადმინისტრირების ხარჯების) დაფინანსების წყაროა წლიური საბიუჯეტო კანონით „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმებისათვის“ (პროგრამული კოდი − 35 05) გათვალისწინებული ასიგნება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი