დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 614 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.019001 |
|
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/01/2015, 470230000.10.003.018398) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის:
1. მე-2 მუხლის: ა) „ე“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.დ“ და „ე.ე“ ქვეპუნქტები: „ე.დ) სპეციალიზებული ფორმების შესყიდვა; ე.ე) ელექტროკარდიოგრაფის ჩანთების შესყიდვა;“; ბ) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს − ფ“ ქვეპუნქტები: „ს) შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს“ ფუნქციონირებისათვის საჭირო სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა; ტ) საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში (ახალგორი, ხაშური, სენაკი, ჩოხატაური, მცხეთა, ქარელი) არსებული სამედიცინო დაწესებულებებისათვის/ამბულატორიებისათ ვის სამედიცინო მოწყობილო-ბების, საოჯახო ტექნიკისა და საოფისე ავეჯის შესყიდვა; უ) სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრისა“ და შპს „აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს“ ფუნქციონირებისათის საჭირო სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა; ფ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის ამბულატორიებისათვის საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისათვის საჭირო სამედიცინო მოწყობილობებისა და საოჯახო ტექნიკის შესყიდვა.“. 2. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ბ.ა“, „ბ.ბ“, „გ“, „დ“, „ე.ა“, „ე.ბ“, „ე.დ“, „ვ.ბ“, „ვ.გ“, „ვ.ე“, „ვ.ვ“, „ვ.ზ“, „ვ.თ“, „თ.დ“ და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ე.ე“, „ვ.დ“, „თ.ა“, „თ.ბ“, „თ.გ“, „ჟ.ბ“, „ს“, „ტ“, „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, ხოლო ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ე.გ“, „ვ.ი“, „ვ.კ“, „კ“, „ლ“, „ო“ და „ჟ.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“. 3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტების მიხედვით განისაზღვროს 25 451.0 ათასი ლარით:
.“. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები