სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის 2015 წლის ანგარიში

  • Word
სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის 2015 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 5185
დოკუმენტის მიმღები სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი
მიღების თარიღი 10/12/2015
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
5185
10/12/2015
ვებგვერდი, 14/12/2015
სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის 2015 წლის ანგარიში
სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი

სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტში 2015 წლის ანგარიში

 

1. სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტში 2015 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 101(ასერთი) განცხადება, მათგან დაკმაყოფილდა 87(ოთხმოცდაშვიდი) და არ დაკმაყოფილდა 14(თოთხმეტი).

2. ცამეტი განცხადების არ დაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საერთო სასამართლოების არქივის უფროსის დავით ედიბერიძის მიერ, ხოლო ერთი განცხადება არ დაკმაყოფილდა საერთო სასამართლოების არქივის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ნონა კვაშილავას გადაწყვეტილებით.

3. დამუშავდა და შენახულ იქნა 23 (ოცდასამი) პერსონალური მონაცემი, ხოლო 221 (ორასოცდაერთი ) პერსონალური მონაცემი დადგენილი წესით გადაეცა სხვა ორგანოს.

4. საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევას და შესაბამისად პასუხისმგებელი პირისათვის სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

5. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციაზე უარის გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საკანონმდებლო აქტების გათვალისწინებით:

5.1„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექი“

5.2 „საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“

5.3 „საქართველოს კონსტიტუცია“

6. დეპარტამენტის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

 

შოთა ქარჩავა

სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე