„კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №25 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №25 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2623
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020448
  • Word
2623
09/12/2015
ვებგვერდი, 16/12/2015
000000000.00.003.020448
„კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №25 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2623

2015 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

„კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №25 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №25 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, მისთვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ასიგნებებიდან, უზრუნველყოს 4 380 000 (ოთხი მილიონ სამას ოთხმოცი ათასი) ლარის გამოყოფა და ეტაპობრივად, სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისათვის“ დანიშნულებისამებრ გადარიცხვა მის მიერ წარდგენილი და შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საყოფაცხოვრებო მომხმარებლების ნუსხის ნაწილში დამოწმებული ყოველთვიური ანგარიშების საფუძველზე და ამ მიზნით, მასთან სათანადო ხელშეკრულებების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმება.“.

2. მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „4“ პუნქტი:

„4. კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ  2015 წლის დეკემბრის თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უზრუნველყოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის საჭირო სახსრების გამოყოფა და  საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ  2015 წლის დეკემბრის თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად  ანაზღაურება.“.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                                                 ი . ღარიბაშვილი