შპს „მტკვარი ჰესის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • Word
შპს „მტკვარი ჰესის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2622
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020447
  • Word
2622
08/12/2015
ვებგვერდი, 16/12/2015
000000000.00.003.020447
შპს „მტკვარი ჰესის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2622

2015 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

შპს „მტკვარი ჰესის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის  №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „მტკვარი ჰესისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 6 ოქტომბრის №679 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობა:

საქართველოს მთავრობას, შპს „მტკვარი ჰესსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 16 ივლისს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით (ცვლილებებით და შესწორებებით) განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოების განახლება და ოპერირების დაწყება, ამავე ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული პირობებით.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „მტკვარი ჰესისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 6 აპრილის №269 განკარგულების   მე-2 პუნქტის „გ − ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობები:

ა) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „მტკვარი ჰესისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 6 აპრილის №269 განკარგულებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №62.05.58.093) გამათანაბრებელი რეზერვუარის მშენებლობა, რომელიც უნდა დასრულდეს არაუგვიანეს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგურის ოპერირების დაწყების ვალდებულების შესრულებისათვის დადგენილი ვადისა;

ბ) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „მტკვარი ჰესისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 6 აპრილის №269 განკარგულებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №62.05.58.094) მშენებარე გვირაბის გამოსასვლელი პორტალის, სადაწნევო მილსადენების მონტაჟისა და გვირაბის გამოსასვლელ პორტალთან მისასვლელი გზის მშენებლობა, რომელიც უნდა დასრულდეს არაუგვიანეს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგურის ოპერირების დაწყების  ვალდებულების შესრულებისათვის დადგენილი ვადისა;

გ) ამ განკარგულების პირველი პუნქტითა და საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 6 ოქტომბრის №679 განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით (ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ცვლილების გათვალისწინებით) განსაზღვრული საპრივატიზებო პირობის შესრულება.

3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის საფუძველზე, შპს „მტკვარი ჰესი“ (ს/ნ 205271043) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „მტკვარი ჰესს“ შორის 2009 წლის 8 ოქტომბერს და 2010 წლის 11 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების შესაბამისად, ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, მასზე დაკისრებული/ დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან, იმ პირობით, რომ შპს „მტკვარი ჰესი“ ჯეროვნად შეასრულებს ამ განკარგულების პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებულ საპრივატიზებო პირობებს.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                 ირაკლი ღარიბაშვილი