დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სააქციო საზოგადოება „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2617 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020427 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2617
2015 წლის 4 დეკემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სააქციო საზოგადოება „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართში მითითებული ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად − 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სააქციო საზოგადოება „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენს“ (სკ: №203845312).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული ქონების გამოყენება ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობის განხორციელების მიზნით.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები