დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რესურსის გამოყენებით სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO) მიერ საქართველოში მცირე და საშუალო ზომის გარემოსდაცვითი პროექტების დაფინანსების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2615 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020429 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №26 15
2015 წლის 4 დეკემბერი
ქ. თბილისი
ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რესურსის გამოყენებით სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO) მიერ საქართველოში მცირე და საშუალო ზომის გარემოსდაცვითი პროექტების დაფინანსების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რესურსების გამოყენებით, NEFCO-ს მიერ საქართველოში მცირე და საშუალო ზომის გარემოსდაცვითი პროექტების დაფინანსების თაობაზე.
2. საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 2007 წლის 21 ივნისს გაფორმებული ჩარჩო ხელშეკრულების მე-11 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის სახელით, წერილობით დაუდასტუროს ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB), რომ EIB-ის რესურსების გამოყენებით, NEFCO-ს მიერ საქართველოში მცირე და საშუალო ზომის გარემოსდაცვითი პროექტის დაფინანსება ექცევა აღნიშნული ჩარჩო ხელშეკრულების მოქმედების სფეროში.
პრემიერ - მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები