დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) (მაინის ფრანკფურტი) შორის 2013 წლის 13 დეკემბრის სასესხო ხელშეკრულების (საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა)“ ცვლილების ხელშეკრულების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად გ. კაკაურიძისა და ლ. ხუციშვილის დანიშვნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2613 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020431 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2613
2015 წლის 4 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) (მაინის ფრანკფურტი) შორის 2013 წლის 13 დეკემბრის სასესხო ხელშეკრულების (საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა)“ ცვლილების ხელშეკრულების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად გ. კაკაურიძისა და ლ. ხუციშვილის დანიშვნის შესახებ
1. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 24 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს „საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) (მაინის ფრანკფურტი) შორის 2013 წლის 13 დეკემბრის სასესხო ხელშეკრულების (საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა)“ ცვლილების ხელშეკრულება.
2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ცვლილების ხელშეკრულებაზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ლაშა ხუციშვილი.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები