სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2611
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020439
  • Word
2611
04/12/2015
ვებგვერდი, 21/12/2015
000000000.00.003.020439
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2611

2015 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

       საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 113-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მე-2 პუნქტის თანახმად, დამტკიცდეს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 20 ნოემბრის №5/68338 გადაწყვეტილება ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუბში მდებარე 1094.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №37.12.35.193) ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი        ირაკლი ღარიბაშვილი