კაპიტალური პროექტებისა და სამედიცინო აპარატურისათვის დაგეგმილი გადასახდელების მიმდინარე დანიშნულების ხარჯებში გადატანის თაობაზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2606
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020442
  • Word
2606
04/12/2015
ვებგვერდი, 16/12/2015
000000000.00.003.020442
კაპიტალური პროექტებისა და სამედიცინო აპარატურისათვის დაგეგმილი გადასახდელების მიმდინარე დანიშნულების ხარჯებში გადატანის თაობაზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2606

2015 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

კაპიტალური პროექტებისა და სამედიცინო აპარატურისათვის დაგეგმილი გადასახდელების მიმდინარე დანიშნულების ხარჯებში გადატანის თაობაზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

„საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 მარტის №422 განკარგულების მე-6 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიეცეს თანხმობა, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად დამტკიცებული 27 02 02 პროგრამული კოდით (სრულყოფილი პრობაციის სისტემა) გათვალისწინებული „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლიდან 892 000 (რვაას ოთხმოცდათორმეტი ათასი) ლარი და 27 04 პროგრამული კოდით (ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ეკვივალენტური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა) გათვალისწინებული „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლიდან 433 000 (ოთხას ოცდაცამეტი ათასი) ლარი გადაიტანოს 27 02 01 01 02 პროგრამული კოდით (ბრალდებულ/მსჯავრდებულთა ყოფითი და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება) გათვალისწინებულ „საქონლისა და მომსახურების“ მუხლში.

პრემიერ-მინისტრი  ი. ღარიბაშვილი